ზვავთა მხარეში
იერსახე
„ზვავთა მხარეში“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | სიკო დოლიძე |
სცენარის ავტორი | სიკო დოლიძე |
ოპერატორი |
ი. ავდეევი, ვლადისლავ პოზნანი |
მხატვარი | სერაფიონ ვაწაძე |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1931 |
ხანგრძლივობა | 70 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ზვავთა მხარეში — რეჟისორ სიკო დოლიძის 1931 წლის ფილმი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
წითელარმიელი გოგოთური მოუწოდებს სოფლელებს, შეუერთდნენ სასოფლო-სამეურნეო კომუნას. მთიელი ბობოლები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ სოფლად კომუნის ჩამოყალიბების ორგანიზატორებს, მაგრამ საქმე ისე შეტრიალდება, რომ ჩამოწოლილი ზვავი უფსკრულში ჩაიტანს შეკრებილ კულაკებს. ამრიგად, სტიქიური ძალების ხელშეწყობით დაძლეულია უკანასკნელი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა მშრომელების გაერთიანებას კომუნაში.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. ბეზირგანიშვილი (ბექირი–ხევისბერი)
- ა. მაისურაძე (გოგოთური)
- ოლღა კეჟერაძე (გოგოთურის და)
- ზაალ ტერიშვილი (დათვია)
- ილია მამფორია (დასტური–წმინდა ქალის დარაჯი)
გადაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიკო დოლიძემ ცნობილ ქართველ ეთნოგრაფ ნიკო მაკალათიასთან ერთად მოიარა ზემო ფშავი და მონიშნა გადასაღები ადგილები. გადაღებები კარგად მიდიოდა, მაგრამ ზვავის გადაღებისას გადამღები ჯგუფის წევრები დაიღუპნენ. სასწაულებრივად გადარჩნენ მსახიობები გიორგი ბეზირგანიშვილი, ფილიმონ ყაჭეიშვილი და ვალიკო ჭიჭინაძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|